საგარანტიო პირობები


საგარანტიო პირობები და მომსახურება

• საგარანტიო მომსახურება ხორციალდება საგარანტიო ტალონის საფუძველზე

• საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ დაზიანებული მოწყობილობის უფასო და აუცილებელ შეკეთებას, რაც მოიცავს შეკეთების და სათადარიგო ნაწილების ღირებულებას. (შეცვლილი, დაზიანებული ნაწილი რჩება სერვის ცენტრის საკუთრებაში).

• სარემონტო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესის თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის სერვის ცენტრში ნივთის წარდგენიდან 31 (ოცდათერთმეტი) კალენდარული დღით.

• საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია, დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები, თანდართული ინსტრუქციის შასაბამისად.

• საგარანტიო მომსახურებისთვის წარმოდგენილი აპარატურა მიწოდებული უნდა იქნას სრული კომპლექტაციით (დოკუმენტაცია,შესაფუთი საშუალებები და ა.შ).

• ნივთის ჩაბარების შემდეგ კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს მის ფიზიკურ დაზიანებაზე

ეკსპლუატაციის წესები

• ტექნიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კვების სტაბილური წყარო (220V / 50Hz). ქსელში ძაბვის არასტაბილურობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო ექსპლუატაცია რეგულატორების, ფილტრების, ან სხვა საშუალებების გამოყენებით.

• პერიფერიული და სხვა მოწყობილობების შეერთება-მოხსნა დასაშვებია მხოლოდ კვების წყაროდან გათიშვის შემთხვევაში.

• დაუშვებელია ტექნიკის გახსნა ნებისმიერი ტიპის სამუშაოების თუ ცვლილებების ჩატარების მიზნით, სერვის ცენტრის წარმომადგენლის ან სპეციალური შეთანხმების გარეშე.

• დაუშვებელია ნებისმიერი გაუმართაობის ან დაზიანების საკუთარი ძალებით აღმოფხვრის მცდელობა, სერვის ცენტრის წარმომადგენლის ან სპეციალური შეთანხმების გარეშე.

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება თუ:

• საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი (დაკარგულია).

• საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია.

• საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება ტექნიკა, რომელსაც დაზიანებული აღმოაჩნდება, საგარანტიო წებოვანა (პლომბი / ლუქი).

• თუ ორიგინალი საიდენთიფიკაციო ნომრები არ იკითხება, დაზიანებულია ან ჩასწორებულია

• გასულია საგარანტიო ვადა

• თუ მოწყობილობას გარეგნულად ან შიგნით აქვს დაშლის ან რემონტის მცდელობის კვალი (თუკი ასეთი რემონტი არ იყო წარმოებული ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ, რის შესახებაც მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საბუთი)

• თუ მოწყობილობის დაზიანება გამოწვეულია არა მწარმოებლის წუნით, არამედ მისი არასწორი გამოყენებით და ექსპლუატაციის წესების დარღვევით.

• სითხის, ორთქლის ან სხვა უცხო სხეულების მოწყობილობაში მოხვედრის შემთხვევაში.

• მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

• მოწყობილობაში არაორიგინალი ნაწილების აღმოჩენის ან არაორიგინალი აქსესუარების გამოყენებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში

• დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით.