ჩვენს შესახებ


ჩვენ უკვე მეორე წელია წარმოვადგენთ მოწინავე ონლაინ შოპინგის მაღაზიას ქართულ ბაზარზე. ჩვენი ამბიციაა მომხმარებლისთვის, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, კომფორტული და სწრაფი გზით პროდუქციის მიწოდება. მოძებნეთ სასურველი ტექნიკა ebayshop.ge-ზე და იპოვეთ ყველაფერი, რის საყიდლადაც მაღაზიაში წასვლის არც დრო გაქვთ, არც ენერგია. თქვენ მოგემსახურებათ ოპერატორებისა და კურიერების ოპერატიული ჯგუფი. თქვენ მიიღებთ სრულყოფილ კონსულტაციას, შეძლებთ შეკვეთის გაფორმებას ონლაინ ან სატელეფონო ზარით და ისარგებლებთ ადგილზე მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

უკვე იცით რაც გსურთ?


ჩვენი საიტის მოქნილი სტრუქტურა მარტივად შეგასრულებინებთ სასურველ შესყიდვას. მოძებნეთ კატეგორიებში, ან ჩაწერეთ საძიებო სისტემაში სასურველი ნივთი და შემდეგ უკვე ყიდვის ღილაკზე კლიკიც საკმარისია, რომ შენაძენი სახლიდან გაუსვლელად, იმავე დღიდან აღმოჩნდეს თქვენს ხელში, თანაც სრულიად უფასოდ, რეგიონებში კი ხელმისაწვდომ ფასად.

და როგორ მივაღწიეთ ამას?


ebayshop-ში პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად.

ebayshop-ში გადახდას შეძლებთ ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან ნივთის მიღებისას, გადმორიცხვით ან 0%-დან განვადებით.

• გვაქვს საკუთარი საკურიერო სერვისი, რომელიც ახორციელებს მიწოდებას თბილისის მასშტაბით, შეკვეთის დღეს, სრულიად უფასოდ.

• ჩვენი მიწოდების სერვისი სრულიად საქართველოს ფარავს, ყველაზე იაფად შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

• ჩვენი ოპერატორები მუდმივ მზად ყოფნაში არიან გაგიწიონ კვალიფიციური კონსულტაცია ნივთის მახასიათებლებისა, თუ მისი შეძენის დეტალებთან დაკავშირებით.